Saturday, April 16, 2011

საშინაო პოლიტიკური ვითარება თამარის მეფობის პერიოდში

თამარი მეფობის დასაწყის საკმაოდ რთული აღმოჩდა სამეფო ხელისუფლებისთვის
მიხედავად იმისა, რომ თამარი ერთხელ უკვე იყო მეფედ კურთხეული როგორც გიორგი მესამის თანამოსაყდრედ. დიდებულთა მოთხოვნით ის 1184წ. მეორედ ეკურთხა მეფედ მას შემდეგ რაც დიდებულებმა თამარს ნდობა გამოუცხადეს. გარდა ამისა ამ პერიედში დიდმა თავადებმა დაიწყეს ბრძოლა გიორგის მიერ ხელისუფლებაში მოყვანილი დაბალი წარმომავლობის, მაგრამ ხელისუფლების ერთგული ადამიანების წინააღმდეგ. ერთ-ერთი პირველი ამ ბრძოლას ანტონ გნოლისთავის ძე საქართველოს ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი შეეწირა. მას ჯერ ორი ძმა მოოუკლეს კახაბრის ძეებმა შემდეგ კი თანამდებობიდან გადააყენეს და მის ადგილზე კათოლიკოსი არსენი დანიშნეს, რომელსაც თამარის ისტორიკოსი ხელისუფლების მოყვარულს უწოდებს. თუმცა ამით მეფის პრობლემები არ დამთავრებულა. ამჯერად თავის მოთხოვნები ყუთლუ-არსლანმა წამოაყენა, რომელიც გიორგის მიერდანიშნული თანამდებობის პირი იყო და რომელსაც როგორც ჩანს ბევრი მომხრე ჰყავდა. მან მეფეს ისანში სამეფო სასახლის გვერდით კარვის(სასახლის) აშენება მოსთხოვა სადაც გათავსდებოდა სამეფო კარავი,(ერთგვარი პარლამენტი) რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლებას თავისტავზე იკისრებდა. ამაზე მათ მეფისგან უარი და ყუთლუ-არსლანის დაპატიმრება მიიღეს. ამის შემდეგ თმარმა ქართლის ერისთავის რატის ხვაშაქი ცოქელის და სამძივართა დედის კრავაი ჯაყელის მეშვეობით მოლაპარაკებები დაიწყო ყუთლუს მომხრეებთან წარმატებითაც დაასრულა კარავი არ აშენდა.

ამის სშემდეგ სამეფო ხელისუფლება იწყებს გაძლიერებას. პირველი ამის შემდეგ რას თამარმა გააკეთა, საეკლესიო კრების მწვევა იყო. აქ თამარი მომხრეები შეეცადნენ არსენის გადაყენებას. მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს არ გამოუვიდათ ის მაინც მოახერხეს, რომ უამრავი უღირსი ეპისკოპსი გადააყენეს.

მიუხედავად ამ წარმატებისა სამეფო ხელისუფლების მტრები მაინც საკმაოდ ძლიერები იყვნენ. მათ მეჭურჭლეთუხუცესი აბულასანის და მსახურთუხუცესი ვარდან დადიანის თაოსნობით მოახერხეს თამარისთვის, ვლადიმერ-სუსდალის მთავრის ანდრია ბოგოლებსკის ძე იური,(გიორგი რუსი) 1185წ. შეერთოდ ქმრად. თუმცა გიორგის შეუფერებელი საქციელის გამო მეფე მას ორ წელში გაეყარადა იური კი ბიზანტიის გზას გაუყენა. ამის შემდეგ ის დავით სოსლანზე დაქორწინდა 1188წ. რომელთანაც ორი შვილი ეყოლა.

მიუხედავად იმისა რომ გიორგი რუსი დიდიხნის განმავლობაში დევნილობაში ამ პაქტს სულაც არ შეუშლია ხელი იმაში რომ საქართველოში აჯანყების მიზეზი გამხდარიყო. მან კლარჯეთისა და შავშეთს ერისთავთ ერისთავის გუზანის, სამცხის სპასალარის ბოცოს და ბარდან დადიანის დახმარებით აჯანყება მოაწყო და გეგუთში 1191წ. თავი მეფედ გამოაცხადა. თუმცა სამთავრობო ძალებმა ისინი პირწმინდად დაამარცხეს. გიორგი ჯერ დააპატიმრეს შემდეგ კი კვლავ გააძევეს. მიუხედავად ამისა
გუზმანი აჯანყებას განაგრძობდა შაჰარმენთა დახმარებით თუმცა ის მალევე დამარც-ხდა. მოგვიანებით დააპატიმრეს და თვალები დასთხარეს.

1193წ. გიორგი რუსი კვლავშეეცადა საქართველოში შემოჭრას ამჯერად რანის მხრიდან თუმცა ამჯერადაც დამარცხდა. ამის შემდეგ ის აღარგამოსენილა საქართველოში.

ამის შემდგომ ქვეყნის შიგნიდ სიმშვიდე დამყარდა და ბრძოლა სამეფო ხელისუფლებასა დიდებულებს შორის აჯანყებაში აღარ გადაზდილა. თუმცაღა მე-13 საუკუნის 10-იან წლებში იყო მთიელთა აჯანყება,(ფშავ-ხევსურების და დიდოელების მონაწილეობით) რომელიც მიმართული იყო არა იმდენად სამეფო ხელისუფლები წინააღმდეგ რამდენადაც დიდებულების წინააღმდეგ, რომლებიც მთაში ბატონ-ყმობის დაწესებაც ცდილობდნენ. თუმცა აჯანყება დამარცხდა დიდებულებმა მაინც ვერ მოახერხეს ტავის მიზნის მიხწევა.


საქართველოს ისტორიის ნარკვევები(ტომი მე-3) თავი მე-5(საქართველო მე-12 მე-13 ს.ს. მიჯნაზე) პარაგრაფი პირველი(საშინაო პოლიტიკური ვითარება თამარის დროს(გ.ვ 296))

1 comment:

  1. აქ საუბარია თამარის გამოწვევებზე განსაკუთრებით მისი მეფობის პირველ წლებში. ამ გამოწვევებში კი გამოვყობდი ყუთლუ-არსლანის მოთხოვნას კარვის დაარსების შესახებ. ვფიქრობ, ეს საკითხი არა ერთგვაროვან შეხედულებებს გამოიწვევს ხალხში ვინც ამ ტექსტს წაიკითხავს. მიუხედავად იმისა რომ ეს მოთხოვნა საკმაოდ დემოკრატიულად გამოიყურება და ერტი შეხედვით ქვეყნის განვითარების მიზეზი უნდა გამხდარიყო, ის პირველ რიგში დიდებულთა გაძლიერებას ემსახურებოდა რაც ალბად დიდი ალბათობით დააჩქარებდა ქვეყნის დაშლას

    ReplyDelete